ცოტას დავიტრაბახებ. რაც დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 21:44 | 20.11.2021
ნანახია: 391

ცოტას დავიტრაბახებ, უკაცრავადა ვარ, თქვენ ვერ ნახავთ პოლიტიკის ისტორიაში, რომ მოვიდა გუნდი, გაიმარჯვა, დავინიშნე საქართველოს პირველ პირად და რაც დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე, - ამბობს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, რომელიც
"შაბათის ფორმულამ" მოიპოვა.

"ცოტას დავიტრაბახებ, უკაცრავადა ვარ, თქვენ ვერ ნახავთ პოლიტიკის ისტორიაში, რომ მოვიდა გუნდი, გაიმარჯვა, დავინიშნე საქართველოს პირველ პირად და რაც დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც პიკში ვიყავი, თანამდებობა დავტოვე. ასეთი მაგალითი მეორე არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ამას გეუბნებით გულწრფელად, რომ იცოდეთ. მთელი ხალხი უკან დამდევდა, არავის ჩემი წასვლა არ უნდოდა მაგ დროს, როდესაც წავედი, იმდენად პოპულარული ვიყავი", - თქვა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე