მადლიერების დღესთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა ინდაურები შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 20.11.2021
ნანახია: 272

თეთრი სახლის ეზოში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველად, მომავალი მადლიერების დღის აღსანიშნავად, ტრადიციული "ინდაურის შეწყალების" ცერემონია გამართა.

როგორც წესი, პრეზიდენტმა ერთი ინდაურის "შეწყალება" ბრძანა, თუმცა ტრადიციულად, მეორე თანმხლები ინდაურიც შეიწყალეს.

შეწყალების ცერემონიისთვის ინდაურები მეტსახელად Peanut Butter (არაქისის კარაქი) და Jelly (ხილფაფა) საგანგებოდ ინდიანის შტატიდან ჩამოიყვანეს. ინდაურებს საგანგებოდ ურჩევენ ისეთ სახელებს, რომლებიც მნიშვნელობით ერთმანეთსაც ავსებენ. მაგალითისთვის, არაქისის კარაქი და ხილის ჯემი ამერიკაში ძალზედ პოპულარულია და მას სენდვიჩების დასამზადებლად იყენებენ. ორი წლის წინ შეიწყალეს ინდაურები მეტსახელად "პური" და "კარაქი".

ცერემონიის შემდეგ, ინდაურები ინდიანაში დააბრუნეს, სადაც დარჩენილ დღეებს უშფოთველად გაატარებენ დასავლეთ ლაფაიეტში, პერდუს უნივერსიტეტის ბაღში.

წლევანდელი ცერემონია ჩვეულებრივზე ადრე გაიმართა - მადლიერების დღესასწაულამდე თითქმის ერთი კვირით ადრე.

მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად ითვლება და ტრადიციულად ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება.

ამერიკელები ჩვეულებრივ "მადლიერების დღეს" ინდაურის ხორცისაგან დამზადებულ კერძს მიირთმევენ.

ინდაურების შეწყალების ტრადიციას დასაბამი 20 წლის წინ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩაუყარა. რაც შეეხება თვით "მადლიერების დღეს" იგი 1863 წელს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის განკარგულებით დადგინდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე