აჭარის სტენდი თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ხალხმრავლობით გამოირჩევა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 11.02.2016
ნანახია: 1480

აჭარის სტენდი თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ხალხმრავლობით გამოირჩევა

 

 აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტენდი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2016 განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოირჩევა. აჭარა გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი, თუმცა აღსაღნიშნავია, რომ საქართველოს სტენდის სტუმართა უმრავლესობა განსაკუთრებულ ინტერესს აჭარის მიმართ იჩენს. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში 9-11 თებერვალს წარადგენს.

 თელავივის 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა, მასში 40-ზე მეტი ქვეყნის 1200-მდე მონაწილეა ჩართული. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა ისრაელის ტურსააგენტოებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში მარკეტინგულ კამპანიებს 2012 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს დეპარტამენტი პიარ და სარეკლამო აქტივობებს   ისრაელში მარტიდან გეგმავს, რაც კიდევ უფრო გაზრდის აჭარაში ისრაელიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობას. აღსაღნიშნავია, რომ 2015 წელს წინა წელთან შედარებით რეგიონში 19,9 %-ით მეტი ებრაელი ტურისტი შემოვიდა. ბოლო წლებში, აჭარაში ებრაელი ვიზიტორების მატება თელავივსა და ბათუმს შორის არსებული ჩარტერული ფრენების დამსახურებაა. გასულ წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით სამი ავიაკომპანია ახორციელებდა ფრენებს, რაც მიმდინარე წელს ოთხამდე გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე