მერჩივნა მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო, გორის ჰოსპიტალიც მოსულა - ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:57 | 20.11.2021
ნანახია: 301

მე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ გუშინდელ დღეს და მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო, გორის კლინიკაც მოსულა, - განუცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ის გუშინდელ დღეს პოზიტიურად აფასებს, რადგან მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა გაითვალისწინა სიცოცხლის რისკი და ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყო.

„ძალიან კარგი დღე იყო გუშინ. კარგი დღე იყო, რადგან ბევრმა ადამიანმა თავისი სიცოცხლის რისკი გაითვალისწინა და ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწო. რაც შეეხება გადაყვანა-გადმოყვანას, მე ეგ არ ვიცი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რეალურ სიტუაციაზე, რადგან ჩვენ არ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მერე პრეზიდენტმაც განაცხადა. ამიტომ, ვფიქრობ, შეიძლება საუკეთესო ვერსია ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ბევრად უფრო მაღალ ტექნოლოგიურ კლინიკაში, საზღვარგარეთ გადაყვანა და იქ ბევრად ნაკლები იქნებოდა კომპეტენციებზე და ასე შემდეგ სადაო, კიდევ უფრო მშვიდი სიტუაცია გვექნებოდა. მე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ გუშინდელ დღეს და მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო, გორის კლინიკაც მოსულა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე