ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა სააკაშვილის საქმეზე სახალხო დამცველის მესამე მხარედ ჩართვაზე

საქართველო, თბილისი - 00:21 | 20.11.2021
ნანახია: 337

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახალხო დამცველის მესამე მხარედ ჩართვაზე. ამასთან დაკავშირებით ლომჯარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებით ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე. როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, რადგან ასე ვთქვათ, ამაზე პირდაპირ უარით აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით ტრადიციული, კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე