საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა საჭირო ღონისძიება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 19:32 | 19.11.2021
ნანახია: 309

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა ის საჭირო და დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი, ამასთან, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"პაციენტს როგორც რუსთავის, ისე მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იცით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო, დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომელიც გვქონდა, შეწყდება ქვეყანაში. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ, დავიწყოთ კონსტრუქციული დიალოგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე