არავითარ შემთხვევაში არ გავმართავთ პროტესტს სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 16:00 | 19.11.2021
ნანახია: 301

ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალი აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო მოთხოვნას.

„მე ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ არის გამოსავალი. მთავარია, ახლა გადარჩეს და მთავარია, გორის კლინიკა აკმაყოფილებდეს ყველა იმ საჭირო მოთხოვნებს ექიმების მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს, დღეს, გორის სამხედრო ჰისპიტალში გადაყვანა შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე