ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, სააკაშვილს გადავიყვანთ ისევ N18 დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე

საქართველო, თბილისი - 15:35 | 19.11.2021
ნანახია: 358

ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება, შეუშალოს პატიმრის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პატიმარი გადაყვანილი იქნება N18 დაწესებულებაში, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მას შემდე, რაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

"ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება, შეუშალოს პატიმრის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება N18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონმდარღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენების და კანონმორჩილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმის დაუყონებლივ შეწყვეტისაკენ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე