თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
საქართველო, თბილისი - 18:30 | 10.02.2016 ნანახია: 1609საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე, თინათინ ხიდაშელმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან პედრო სერანო დე ჰარო სორიანოსთან და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან გამართა შეხვედრები. შეხვედრებზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე.
შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა იყო. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა კვლავ გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში იყო. როგორც თინათინ ხიდაშელმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოძიების ინტენსიურ ფაზაშია შესული და მზად არის სრული თანამშორმლობისთვის სიმართლის გასარკვევად.
„ჩვენი ამოცანაა, ყველა წყარო ჩავრთოთ, ყველა მხარისგან მივიღოთ ინფორმაცია, ყველანაირი ტიპის ინფორმაცია შევკრიბოთ იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რამე გაგვეპაროს გამოძიების დროს. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ორივე ოფისისგან ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ჩვენი ინტერესი თანხვედრია, ქართული მხარე და ევროკავშირი დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვეს და სპეკულაციები დასრულდეს. ვფიქრობ, ამ შეხვედრებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავიწიოთ წინ. როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ოფისში მივიღეთ პასუხები, რომ მათ არ ახსენდებათ, რომ 2014 წელს რამე მსგავსი არსებობდა. თუმცა, დასხდებიან ჩვენები ერთად და არქივებს შეისწავლიან. თუკი რამე არსებობს, ჩვენ თან წამოვიღებთ ბრიუსელიდან. მომავალ კვირას ასევე ვგეგმავთ ვიზიტს ჟენევაში და, შესაბამისად, ყველა ამ დოკუმენტის საფუძველზე გაიგზავნება საგამოძიებო მოთხოვნები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში შევძლებთ, სრული სიმართლე დავდოთ მაგიდაზე და ამ პოზიციით, მტკიცებულებებითა და არგუმენტებით გამყარებულები წარვდგეთ გაეროს წინაშე. არ შეიძლება, ბრალდებები წაუყენო ადამიანებს მძიმე დანაშაულში და ეს ბრალდებები არ იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. მათ უნდა ამტკიცონ, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად გავფანტოთ ის მცირე ჩრდილიც კი, რომელიც ქართულ ჯარს მიადგა და ყველა პრობლემა მოვაგვაროთ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა