რა მოხდა და რატომ დატოვა ინგა გრიგოლიამ „არჩევანის“ სტუდია?

საქართველო, თბილისი - 15:30 | 10.02.2016
ნანახია: 2275

ინგა გრიგოლიამ გუშინ გადაცემა „არჩევანის“ სტუდია მოულოდნელად დატოვა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გრიგოლიამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბევრმა ადამიანმა დამირეკა და მომწერა, რა მოგივიდა და რატომ დატოვე „არჩევანის“ სტუდიაო..... მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის... ვირუსი მაქვს და ძალიან გამირთულდა, რადგან ვერ ჩავწექი ვერც ერთი დღე ახალი გადაცემის გამო. სიცხიანი ვიყავი და სპაზმი დამემართა...

ფიზიკურად ვეღარ ვსაუბრობდი და იძულებული გავხდი გამოვსულიყავი )) მადლობა მოკითხვისთვის )) ისე, იქაც ვთქვი და აქაც დავწერ - არ მეგონა, როდესმე სტუდიაში საუბარს თუ ვერ შევძლებდი და ესეც დამემართა (ეს უკვე ხუმრობით) შევხვდებით ხვალ პირდაპირ ეთერში 2-ზე, 4-ზე და 7-ზე)) მიყვარხართ", - წერს ინგა გრიგოლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე