პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადადის

საქართველო, თბილისი - 15:22 | 28.09.2015
ნანახია: 1843

პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადადის. ამიერიდან დავით უსუფაშვილი პრესის წარმომადგენლებს, პარლამენტის მედიაცენტრში სისტემატიურად შეხვდება და შესაბამისად შეხვედრებსაც „შეხვედრა მედიაცენტრში“ დარქმევა. აღნიშნული შეხვედრა შეძლებისდაგვარად ყოველ ან ყოველ მეორე ორშაბათს გაიმართება.

„ცხადია ეს არის ღია შეხვედრა. ნებისმერი თქმული, მოსმენილი თუ დასკვნა გამოტანილი საკითხი გააშუქოთ ისე, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ. ეს არ იქნება დახურული შეხვედრა, მაგრამ ეს არ იქნება ტრადიციული პრესკონფერენციის სტილის შეხვედრა. ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ პარლამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის უფრო ეფექტური ფორმების ძიებაში ვართ“, აღნიშნა დღეს პარლამენტში აკრედიტირებულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დავით უსუფაშვილმა, რომელიც პარლამენტის მედიაცენტრში გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე