საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დადებითად აფასებს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 09.02.2016
ნანახია: 1450

საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დადებითად აფასებს.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ირანელი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. მივიჩნევთ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. კერძოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ირანული ინვესტიციების გაზრდას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ, საერთაშორისო სანქციები ირანს უკვე მოეხსნა“, აღნიშნულია ბიზნესგაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე