უცხოური მედია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობის დაწყებას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:34 | 09.02.2016
ნანახია: 1828

ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განახორციელებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას უცხოური მედია აქტიურად ეხმაურება.

„ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა მოიგო 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების კონტარქტი, რათა ააშენოს და განავითაროს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რადგან პატარა პოსტ-საბჭოურმა რესპუბლიკამ თვალი დაადგა აზია-ევროპის სარფიანი ტვირთების გადაზიდვას.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის რისკიანი წამოწყება ქართული „TBC Holding LLC და ამერიკული „Conti International LLC”, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო და საპროექტო (დეველოპერული) კომპანიაა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა ორშაბათს.

კონსორციუმი, რომელიც ტენდერის შედეგად შეირჩა, მიზნად ისახავს პორტის მშენებლობის დაწყებას ანაკლიაში 2016 წელს და მის 3 წელში დასრულებას. პორტს შესაძლებლობა ექნება 10,000 TEU ტიპის გემები მიიღოს და წლიურად 100 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავოს.

„ჩვენ გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ პორტს და ვიმუშავოთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა წინ წავწიოთ ახალი გზა აზიიდან ევროპამდე და ამით ეკონომიკური პოტენციალი გავუხსნათ საქართველოს მეზობლებსაც“ , – აცხადებს კონტი ინტერნეშენალის (Conti International) გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი კურტ კონტი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ასევე მიენიჭა უფლება, რომ განავითაროს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაახლოებით 600 ჰექტარ ტერიტორიაზე პორტის მოსაზღვრედ.

კიდევ ორ პორტს - ბათუმისა და ფოთის პორტს შეუძლია მხოლოდ პატარა ზომის გემების მიღება, რომლებიც კონტეინერებს შემდგომ სხვა პორტში უფრო დიდ გემებზე ტვირთავენ, რომლებიც 1700-მდე კონტეინერს ატარებენ.

უფრო დიდი ზომის გემები, რომლებთაც საქართველოში გასანაწილებელი ტვირთი მოაქვთ, იყენებენ თურქეთის პორტებს, ძირითადად სტამბოლის პორტს, სადაც ტვირთი შედარებით მცირე ზომის გემებზე ნაწილდება და ასე მიდის ბათუმში და ფოთში.

2014 წელს კონტეინერების ტევადობა საქართველოში წინა წელთან 18.4%-ით გაიზარდა და მიაღწია 480,000 TEU-ს, რომელთაგან 80% საქართველოში ყველაზე დიდმა პორტმა, ფოთის პორტმა მიიღო“, – წერს Reuters.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობის დაწყებას ეხმაურება BusinessWire, რომელიც წერს, რომ ანაკლიის პორტი გამოაცოცხლებს კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას ახალი სავაჭრო გზის გახსნით მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, როგორებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

„ანაკლია, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სტრატეგიულად ყველაზე მოკლე გზაა ჩინეთიდან ევროპამდე. ეს გზა ახლახან გახდა ინტერესის სფერო 40 მილიარდიანი ჩინური ინვესტიციიასათვის, რომელიც აბრეშუმის გზის განვითარების ქვეშ ხორციელდება და უკვე ითვლის ჩინეთის საგარეო ვაჭრობის 26%-ს. ბოლო დროს 100 მილიარდ ამერიკულ დოლარიანი აზიის ინფრაქტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გახსნა ასევე ხელს შეუწყობს რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

დღევანდელი შეთანხმების საფუძველზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ასევე მიიღებს უფლებას, რათა განავითაროს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ხელს შეუწყობს პორტის მუშაობასა და ვაჭრობას და სადაც ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები ბინას დაიდებენ. ის გადასახადისგან თავისუფალი ზონა იქნება, რათა წაახალისოს გადამზიდავი კომპანიები, მწარმოებლები, ბიზნესები და მუშახელი გამოიყენონ ანაკლიის პორტი.

ანაკლიის პორტი გამოაცოცხლებს კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას ახალი სავაჭრო გზის გახსნით მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, როგორებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი“, – წერს BusinessWire.

„ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმის“ მიერ მშენებლობის დაწყების შესახებ წერს ასევე Finance.yahoo.com, Digitaljournal.com, Inusanews.com; ABCbourse.com; Combourse.com; Ansa.it

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე