საქართველოს საზღვაო სივრცეში მეწარმეობის განვითარების კუთხით პირველი ინოვაციური პროექტის განხორციელება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:01 | 09.02.2016
ნანახია: 1444

საქართველოს საზღვაო სივრცეში მეწარმეობის განვითარების კუთხით პირველი ინოვაციური პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ზღვაზე თევზის მოსაშენი გალიები განთავსდა, რაც შესაბამისი საზღვაო რეგულაციების დადგენის აუცილებლობას მოითხოვს.

თევზრეწვის აქტიურ პერიოდში ნაოსნობის ინტენსივობის ზრდა კონკრეტული საზღვაო რაიონისათვის საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად დახურული საზღვაო რაიონის სტატუსის მინიჭებასა და სანაოსნო რეგულაციებში გემების სამარშუტო სქემების კორექციას საჭიროებს.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში გაიმართა მუშა ჯგუფის მორიგი შეხვედრა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N 57 დადგენილებაში „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ ცვლილებების პროექტის შესამუშავებლად .
შეხვედრას ჰიდროგრაფიულ სამსახურთან ერთად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართელოს სასაზღვრო პოლიციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, სანაპირო დაცვისა და გარემოს დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე