სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში ტრენინგები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:33 | 09.02.2016
ნანახია: 1324

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი სასტუმროებისა და კვების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მოწვეულმა ტრენერმა სასტუმრო „დივან სუითი“-ს დასუფთავების სამსახურის მენეჯერმა ჯეირან ბეჟანიძემ ჩაუტარა. შეხვედრაზე ძირითადათ აქცენტი სასტუმროებსა და კვების ობიექტებში დასუფთავების ხარისხის ამაღლებასა და მინიმალური სტანდარტების დამკვიდრებაზე გაკეთდა.

რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ჩაატარებს. ტრენინგებს სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი და მის მიერ მოწვეული ტრენერები სტუმრის მომსახურების, დასუფთავების, უსაფრთხოების, რეზერვაციისა და ხარისხის ამაღლების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ .

საკონსულტაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად განახლდება ვებგვერდზე- “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მიმართოს ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით.

შეგახსენებთ, რომ ცენტრი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბაზაზე არსებობს და მის მიერ შეთავაზებული ტრენინგები თუ კონსულტაციები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე