ათობით ადამიანი სიკვდილს გადაურჩა - რა მოხდა გორი-ნიქოზის სარკინიგზო მაგისტრალზე?!

საქართველო, თბილისი - 21:22 | 08.02.2016
ნანახია: 1910

გორი-ნიქოზის სამგზავრო მატარებელს პრობლემა 19 იანვარს შიდა სარკინიგზო ხაზზე იმ დროს შეექმნა, როდესაც მატარებელი ნიქოზიდან გორში ბრუნდებოდა. სოფელ ახალდაბასთან მატარებლის ლიანდაგები ჩახსნეს. ამის შესახბ ინფორმაცია რუსთავი 2 ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით მომხდარს გამოძიებამ ტერორიზმის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება მხოლოდ ლიანდაგის დამჭერის ქურდობისთვის მიმდინარეობს. მომხდარზე ღიად არავინ საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიანდაგების დამჭერების მოპარვის შემდეგ ღამით რკინისგზის ხაზის იგივე მონაკვეთიდან მაღალი ძაბვის გადამცემიც დაიკარგა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არცერთ სტრუქტურაში არ საუბრობენ და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამატებით შეკითხვებს არ პასუხობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე