სსე-მ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება ორი მიმართულებით დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:52 | 08.02.2016
ნანახია: 1273

ისტორიული მოვლენა საქართველოს ენერგეტიკაში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ (სსე) ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება.

სსე-ს ინფორმაციით, 5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე