"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი"

საქართველო, თბილისი - 20:24 | 07.02.2016
ნანახია: 3421

ნიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილი განათავსა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  

"დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც გასულ სეზონზე მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა!
სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ!

მაგრამ ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც ჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ...
(ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა!)

ასე დიდ ხანს თუ გაგრძელდება ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ ან უკან დაუხევლად ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!", - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე