ექვსულიანი ოჯახის ყველა წევრი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 07.02.2016
ნანახია: 1742

ჩიკაგოში ექვსსულიანი ოჯახის ყველა წევრი მოკლეს. ცხედრები მოკლულების სახლში იპოვნეს. პოლიციამ ცხედრები მას შემდეგ იპოვა, რაც ოჯახის ერთი წევრის თანამშრომელმა დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მათი თანამშრომელი უკვე რამდენიმე დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა.

მოკლულია ორი მამაკაცი, ორი ქალი და 12 და 10 წლის ბავშვები.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცხედრებზე აღმოჩენილია ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

მოკლულები ჩიკაგოში 10 წლის წინ, მექსიკიდან ჩავიდნენ. მეზობლები მათ კარგად ახასიათებენ. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით მათ ამ დროისთვის არანაირი სამხილები არ აქვთ, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და სამართალდამცავები იმედოვნებენ რომ საქმეს წარმათებით გახსნიან.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ჯი ეიჩ ენი" ავრცელებს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე