სურსათის ეროვნულ სააგენტოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 06.02.2016
ნანახია: 1513

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებისა და რეალიზაციის პირობების რეგულირებაა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია განმარტავს, პესტიციდების ფალსიფიკაცია სერიოზული ზარალის მომტანია სოფლის მეურნეობისთვის, ამიტომაც სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გააცნობენ  მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტიორებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაციას უკავშირდება.

ახალი რეგულაციების მიხედვით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიზნეოპერატორებს დაევალებათ მცირე დაფასოების მცენარეთა დაცვის საშუალებების ეტიკეტირებისა და რეალიზაციის პირობების დაცვა.

პესტიციდების ხარისხის კონტროლი 2015 წელს:

  •   შემოწმდა 93 სარეალიზაციო ობიექტი
  •   საანალიზოდ აიღეს პესტიციდების 170 ნიმუში
  •   უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის საფუძველზე დაჯარიმდა 5 მეწარმე
  •   პესტიციდების მარკირების წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა 3 მეწარმე
  •   ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის უქონლობის გამო დაჯარიმდა 3 მეწარმე

2016 წელს დაგეგმილია პესტიციდების და აგროქიმიკატების  445 ნიმუშის აღება და ლაბორატორიული კვლევა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით, არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 ​




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე