ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეწყვეტაზე

საქართველო, თბილისი - 18:06 | 22.09.2021
ნანახია: 437

ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ„ენკას“ მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნამახვანჰესი უნდა აშენებულიყო.

კობახიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი.

„ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე