ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 14:05 | 22.09.2021
ნანახია: 385

"ნებისმიერ შემთხვევაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება მისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი

"მე ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის კომუნიკაციის საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა და ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მითუმეტეს ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა „ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, - განაცხადა ტიაკრაძემ.

თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა ბანერები წარწერით "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!", სადაც გამოსახულები არიან გუბაზ სანიკიძე, ნიკა მელია, ნოდარ მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი გახარია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბანერების საკითხს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება ფაქტს გმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე