ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 15:48 | 05.02.2016
ნანახია: 1386

სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 200 000 ლარად შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა.

სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.

სამედიცინო ცენტრში განთავსდება:

  • არანაკლებ 18 საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის განყოფილება;
  • არანაკლებ 6 საწოლიანი კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
  • არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
  • ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ 20 საწოლზე გათვლილი განყოფილება;
  • ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18   საწოლიანი განყოფილება;
  • მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე - 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
  • ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე