სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.1%

საქართველო, თბილისი - 15:09 | 18.09.2021
ნანახია: 343

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 24.1%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 629 582 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 940 424 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%-ი.

სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.1%-ი.

17 სექტემბერს აიცრა 19 273 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე