კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 17.09.2021
ნანახია: 353

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა 2 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქანი და მისი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალის მიმდებარედ კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე