2015 წელს დუბაის ტურისტების რაოდენობა 7,5%-ით გაეზარდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 05.02.2016
ნანახია: 1736

2015 წელს დუბაის სასტუმროების მომსახურებით 14,2 მლნ ტურისტმა ისარგებლა, რაც 7,5 %-ით მეტია 2014 წლის მონაცემებთან შედარებით.

აღნიშნული მონაცემები კი თითქმის 2-ჯერ მეტია მსოფლიოში ტურისტული ზრდის ნაკადთან შედარებით, რომელიც UNWTO-ს მონაცემებით 3-4%-ის ფარგლებში იყო.

თუმცა იმისათვის, რომ დუბაიმ იმ გეგმას მიაღწიოს რაც 2020 წლისთვის აქვს დაასახული, ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა 8 %-მდე უნდა გაიზარდოს. 2020 წლისთვიას დუბაი 20 მლნ ტურისტის მოლოდინშია.

დუბაიში ტურისტების მხრივ ინდოეთი ლიდერობს, საიდანაც დუბაის 2015 წელს 1,6 მლნ ტურისტი ეწვია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დუბაიში ინდოელი ტურისტების რაოდენობა 26 %-ით გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე