აშშ-ში ულიმიტო საფრენი ბარათების რეალიზაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:41 | 05.02.2016
ნანახია: 1357

ამერიკულმა კომპანია OneGo-მა საკუთარ კლიენტურას თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათების შეძენა შესთავაზა. აქცია ჯერ მხოლოდ აშშ-ს მასშტაბით ულიმიტო ფრენებს ითვალისწინებს, თუმცა OneGo-ში განმარტავენ, რომ სამგზავრო ბარათის დაფარვის არეალი აუცილებლად გაფართოვდება.

ყველაზე დაბალფასიანი სამგზავრო ბარათის ღირებულება თვეში 1500 დოლარია.

სერვისით შესაძლებელია 76 აეროპორტიდან 500 მიმართულების არჩევა. ულიმიტო ფრენა ცენტრალურ შტატებში, სამგზავრო ბარათით თვეში 1950 დოლარი ღირს, ხოლო მთლიანად აშშ-ს ყველა შტატში კი თვეში 2950 დოლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ფრენები შეზღუდული არ არის და მის მფლობელს დღეში რამდენიმეჯერ და სურვილისამებრ ფრენა შეუძლია.

იმისათვის, რომ სამგზავრო ბარათის შეძენა მოხდეს, მსურველმა iTunes-დან სპეციალური აპლიკაცია უნდა გადმოტვირთოს.

Android-ის სისტემის ტელეფონების მფლობელებს შესაბამისი აპლიკაციის გადმოტვირთვა Google Play-დან უკვე მარტიდან შეეძლებათ.

აპლიკაციის გადმოტვირთვის შემდეგ, უნდა მოხდეს რეგისტრაციის გავლა და შემდგომ სასურველი ბილეთის შეძენა.

იდეას ავტორები მიიჩნევენ, რომ მათი ძირითადი კლიენტები მაინც ბიზნესმენები იქნებიან, რომელთაც საკმაოდ ბევრი მოგზაურობა და გადაადგილება უწევთ, როგორც საქმისთვის ასევე განტვირთვისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე