ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:31 | 06.09.2021
ნანახია: 375

დაპატიმრების არ მეშინია. ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც მან განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.

"ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება, სიამაყე, გვინდა ადამიანური ცხოვრება. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებათ ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში",- აღნიშნა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე