სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 18:03 | 06.09.2021
ნანახია: 349

საქართველოს ჯანდაცვის ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს. ამის შესახებ ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რათა ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება სწავლის დაწყების პროცესში. ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღინისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,"- აღნიშნა "დღის კურიერრში" ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალუტი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია 13 სექტემბრამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე