აღსრულების ეროვნულ ბიუროში 6 თვის განმავლობაში გაწეული კონსულტაციის სტატისტიკა

საქართველო, თბილისი - 10:13 | 05.02.2016
ნანახია: 1764

აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2015 წლის მეორე ნახევარში გაწეული მოქალაქეთა კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 73 612 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:

  • შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 52 688 მოქალაქის სატელეფონო ზარს;
  • პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 20 541 მოქალაქეს;
  • პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტის მიღებულ 383 კითხვას.

ამავდროულად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქოლ-ცენტრში 2015 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა ახალი სერვისი:

ყველა ახალი ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ დარეგისტრირებულ საქმეზე ბიუროს სატელეფონო კონსულტანტი თავად უკავშირდება მოქალაქეს და ცნობის სახით ატყობინებს ინფორმაციას მის მიმართ დაწყებული საქმისწარმოების შესახებ.

აღნიშნული სიახლის დანერგვამ გაზარდა ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელი, საქმისწარმოება აღარ გადადის აღმასრულებელთან და არ ხორციელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. ნებაყოფლობითი გადახდის მაჩვენებელმა პირველ თვეში იმატა 3-4 პროცენტით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე