უნდა ჩავუჯდე, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს - კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 16:02 | 05.09.2021
ნანახია: 403

ველოდები, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტის შესახებ, სადაც ექს-პრეიდენტი ამბობს, რომ „ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“.

„აუ, ველოდები. აი, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს. მინდა, ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახო“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე