"ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:58 | 05.09.2021 ნანახია: 342რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა, ის, რომ ომი არ ჰქონია ქვეყანას და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რა თქმა უნდა, ეს არის "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
„სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მეგობრებო. ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად. თუნდაც ის ფაქტი რომ გავიხსენოთ, ხშირად აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ათას დაუსაბუთებელ უსაფუძვლო ბრალს სდებენ ჩვენს მთავრობას. რუსული ჯარი, უკვე ბოლო დანაყოფი, 2007 წელს გავიდა. დატოვა ბოლო ქვედანაყოფმა ჩვენი ტერიტორია, სულ რამდენიმე თვეში, იმ არასწორი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, იმის გამო, რომ ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რუსული ჯარი დაბრუნდა საქართველოში. ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც რა თქმა უნდა, არის გამოუსწორებელი შედეგი. დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც თავად სააკაშვილმა უწოდა "ქვების გროვა". მე ძალიან მაინტერესებს და მინდა, ყველა იმ ადამიანს შევხვდე და პირადად გავესაუბრო - როგორ შეიძლება ასეთ ძალას მხარი დაუჭიროს დღეს ადამიანმა, მოქალაქემ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ ნაწილს უწოდა "ქვების გროვა" და შემოიყვანა და დააკანონებინა ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჭიროა მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათ შორის ოპონენტებთან და მათ მხარდამჭერებთან იმისთვის, რომ ის განსაცდელი, რომელიც ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა, აღარასოდეს განმეორდეს.
„სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, ჩვენ ამის გაკეთების უფლებას ხელმეორედ აღარ მივცემთ, მეგობრებო. საჭირო არის მშვიდად, სტაბილურად, მტკიცედ ქვეყნის მართვა, განვითარება და მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა. მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენი მთავარი საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა