გიორგი გახარიას მთავარი გამპიარებელი არის "ტვ პირველი" - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 21:44 | 04.09.2021
ნანახია: 403

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის მთავარი გამპიარებელი ტვ პირველია. მისი თქმით, ტელეკომპანიამ ფერებიც კი გახარიას მოარგო.

"ძირითადად გახარია ბოლო პერიოდში ხმებს ართმევს ოპოზიციას, მისი გამპიარებლები არიან სწორედ მათი პარტიული ტელევიზიები. გუშინ იხილეთ "ტვ პირველში" ფერებიც კი გახარიაზე იყო მორგებული, ლოგოები და ა.შ. მთავარი გამპიარებელი გახარიასი არის "ტვ პირველი", მაგრამ სხვა არხებიც არ აკლებენ... მათ აქვთ ზედაპირული გათვლა, რომ გახარია თუ იქნება რეიტინგული, ის დააჯდება ჩვენს ხმებს და იქნება მელია გაიყვანოს მეორე ტურში... ეს რეიტინგი აიწევა არ ჩვენს ხარჯზე, როცა მათი ტელევიზიები აპიარებენ, არამედ მათი პარტიების ხარჯზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე