წინასწარ წაგებულია ეს თამაში - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

საქართველო, თბილისი - 21:18 | 04.09.2021
ნანახია: 381

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის არჩევნებში მონაწილეობა წინასწარ წაგებული თამაშია.  მისი თქმით,  კახა კალაძესთან გიორგი გახარიას შეხვედრის რეალური მიზანი გაუგებარი დარჩა.

„კახა კალაძემ დაუსვა კითხვა, ჩვენ ყველას გვაინტერესებდა ეს, რატომ შევიდა წინასწარ წაგებულ თამაშში. სულ რომ აიღოს 4-6% ამ არჩევნებში, მაქსიმუმ გაჰყავს ქვეყნის მასშტაბით 20 კაცი სხვადასხვა საკრებულოში. ეს ხომ წაგებულ თამაშში შემოსვლაა. მით უმეტეს, თბილისის არჩევნებში, როდესაც წინასწარ იცი, რომ მესამე ადგილისთვის ხარ განწირული. ეს ხომ არის წაგებულ თამაშში შემოსვლა. როდესაც ეს კითხვები დაუსვა მას კახა კალაძემ, ვერცერთი პასუხი ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, ძალიან ნათლად ჩანს ის, რასაც ვამბობდით ამ დროის განმავლობაში - მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ამ პროცესში არის ნულის ტოლი", - განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე