კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ - თეა წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს

საქართველო, თბილისი - 19:55 | 04.09.2021
ნანახია: 489

კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ, - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა  "მთავარი არხის" იმერეთის ბიუროს კორესპონდენტ ირაკლი ვაჩიბერაძეს.

წულუკიანმა თქვა, რომ ემა გოგოხიას მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებს, ხოლო ირაკლი ვაჩიბერაძე თუ ამ თემაზე საუბარს კიდევ გააგრძელებს, ისიც მიკროფონის გარეშე დარჩება.

"მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს. თქვენ კარგად იცით რას უკავშირდება ეს თარიღი, კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ" - დაემუქრა წულუკიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე