ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დაიშლება - გახარია "ქართულ ოცნებაზე"

საქართველო, თბილისი - 17:36 | 04.09.2021
ნანახია: 312

ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანი და იდეა, მამოძრავებელი ძალა არის ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დაიშლება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს "ქართულ  ოცნებაზე" საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ გადაიქცა ორგანიზაციად, რომელსაც დღეს უკვე არაფერი აკავშირებს დიად და სამართლიან საქართველოზე ოცნებასთან, რითაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა. გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ დაიშლება.

„ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანი და იდეა, მამოძრავებელი ძალა არის ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დაიშლება. ეს ჩვეულებრივი მაგალითებია, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ბევრი მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე