პრემიერს ვთხოვდი, კიდევ უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 17:34 | 04.09.2021
ნანახია: 366

ბატონ პრემიერს ვთხოვდი, კიდევ უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველის პრემიერზე მე არ ვსაუბრობ, საქართველოს პრემიერმა გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე“, – თქვა გახარიამ.

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ გადაიქცა ორგანიზაციად, რომელსაც დღეს უკვე არაფერი აკავშირებს დიად და სამართლიან საქართველოზე ოცნებასთან, რითაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა. გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ დაიშლება.

„ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანი და იდეა, მამოძრავებელი ძალა არის ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დაიშლება. ეს ჩვეულებრივი მაგალითებია, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ბევრი მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე