კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 15:58 | 04.09.2021
ნანახია: 349

თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

კალაძის თქმით, თავად ტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს.

,,მე ორშაბათს ვაპირებ ტესტის ჩაბარებას, ამ მიმართულებით პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვნია - „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“, არ ვიცი რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ წარმოადგინონ ნარკოლოგიურიდან ცნობა, შესაბამისად, არ ვიცი რატომ არ აქვთ ეს მერობის კანდიდატებს. გამოვდივარ ამ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ ჩავაბაროთ ნარკოტესტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად სუფთა ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე