უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა, ჩააცვა, დაახურა და ბოლომდე გადაეფარა - ღარიბაშვილი გახარიაზე

საქართველო, თბილისი - 14:52 | 04.09.2021
ნანახია: 367

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" ლუდერ გიორგი გახარიაზე საუბრისას ამბობს, რომ კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირათ და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში.

„აი ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ. შეხედეთ მის ხელწერას და ასევე, „ნაცმოძრაობის“,  მათი ლიდერების, „მთავარი არხის“ და “ტვ პირველის“ კამპანიას. ძალიან მარტივად ჩანს, რომ გახარია მათი ბუნებრივი მოკავშირეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა, პარტიის დმფუძნებელმა ყველაფერი გააკეთეს გიორგი გახარიასთვის. „როცა კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან და დაგნიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა გამოგიცხადეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, რომ იტყვიან. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო და ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულების, შეცდომების თუ გადაცდომების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე