ევროკავშირის დახმარებაზე უარი კითხვებს აჩენს - ჯიმ რიში

საქართველო, თბილისი - 22:25 | 02.09.2021
ნანახია: 433

სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს.

„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ სენატორი რიში.

სენატორი აცხადებს, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს.

„ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილორბივი არჩევნების ჩატარებით“ - აცხადებს სენატორი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ მისი პარტია ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას უერთდება. ამის მიზეზი „ქართულმა ოცნების“ განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის 75 მლნ ევროიან მაკროფინანსური დახმარების მიღევაზე თავს შეიკავებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი უშუალო მედიაციის შედეგად, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და მიზეზად ის პუნქტი დაასახელა, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტიას გულისხმობს.

2021 წლის 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება დატოვა და ანულირებულად გამოაცხადა. მმართველ პარტიამ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე