ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს. ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, შეძლოს ამ გზის არევა -პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 19:30 | 02.09.2021
ნანახია: 374

ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას  საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს  2024 წელს  კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!

ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ  არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ  მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი”, - თქვა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე