ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში არ მომხდარა არც ომი, არც კონფლიქტი და დაპირისპირება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:06 | 02.09.2021 ნანახია: 434ჩვენი ოპონენტები გამაკრიტიკებენ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამის არც გვეშინია და არც მათი კრიტიკის და არც მათი მედიების წარმომადგენლების დემაგოგიის; რა თქმა უნდა ერთადერთი პერიოდი, გამონაკლისი პერიოდი, მშვიდობიანი პერიოდი, გრძელვადიანი სტაბილურობის პერიოდი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი, მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.
„ვთქვათ პირდაპირ, მოდით, ზედმეტი შელამაზების გარეშე და მე არ მიყვარს შელამაზება, პირდაპირ უნდა ითქვას ყველაფერი, სათქმელი უნდა ვთქვათ პირდაპირ და გულწრფელად - დიახაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში არ მომხდარა არც ომი, არც რაიმე კონფლიქტი, არც რაიმე დაპირისპირება, სწორედაც მისი დამსახურებაა, მისი მმართველობის და მისი პოლიტიკური გუნდის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, რომ ჩვენს ქვეყანაში არის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება, ასე მარტივი არ ყოფილა ეს ხომ?! გადახედეთ სხვა მმართველების პერიოდს და მათ მძიმე მემკვიდრეობას. კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული სააკაშვილი ომის დროს, როგორ ლაჩრულად მოიქცა, როგორ მიატოვა ჩვენი საამაყო ჯარი, კარგად გვახსოვს ის მძიმე დანაშაულები. ღალატია, რა თქმა უნდა, როცა შენ, ოკუპანტს ჩააბარებ კოდორის ხეობას, ასზე მეტ სოფელს და შემდეგ სააკაშვილის პირით - მან თქვა პირადად ტელევიზიის საშუალებით თქვა, რომ ეს სოფლები, ეს იყო ქვების გროვაო. ღალატია, აბა რა ჰქვია ამას, ამიხსენით ხალხო, რა ჰქვია ამას, თუ არა ღალატი და შენი ქვეყნის მოტყუება, დაღალატება და შენი ხალხის მიტოვება. ეს ყველაფერი მეგობრებო, არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს გასაგონად არ ვამბობთ ამას, ტელევიზია გვესწრება აქ, მედია გვესწრება და ჩვენს მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, თუ სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ, სად გვინდა, რომ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, ვითარდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება.
„ახლა ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვები, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ის ტემპები და ის მასშტაბები გავზარდოთ, რომელიც აუცილებელია. ყველა სექტორის მიმართულებით, ყველა სამინისტრომ მოამზადა გრძელვადიანი განვითარების ხედვა კონკრეტული თავისი სამოქმედო გეგმით, გაწერილი ვადებში და ვიცით რა როდის, როგორ გავაკეთოთ, რამდენ ხანში, რა დაფინანსება სჭირდება ამ ყველაფერს და საიდან მოგვაქვს ეს დაფინანსება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მართლაც უპრეცედენტოა ამ ვითარებაში, პოსტკოვიდურ სიტუაციაში მთელს მსოფლიოში. ამით ვამაყობ. დიახაც საამაყოა, იმიტომ, რომ გვაქვს ორნიშნა, 12% -იანი ეკონომიკური ზრდა, რითაც მილიარდ 200 მილიონით გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 5-6 თვეში და 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 12,2%. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი ტემპებით, მეტი ენერგიით, მეტი მოტივაციით განვითარება და წინსვლა”, - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა