გვარამიას გადაეცით, რომ ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:21 | 02.09.2021
ნანახია: 440

გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე - ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა მედიისთვის კომენტარები ჭიათურაში გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე