გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ თბილისში მეორე ტურის ალბათობა გაზარდა - სანდრო რაქვიაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 02.09.2021
ნანახია: 379

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ მეორე ტურის ალბათობა გაზარდა, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა. მისი თქმით, გახარიას ამ ნაბიჯმა უფრო საინტერესო გახადა  თბილისში მერის არჩევნები.

„ჩვენ სულ ვამბობდით, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება არჩევნებში, მით უფრო უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ერთადერთი შანსი ოპოზიციისთვის მოიგოს არჩევნები, არის მეორე ტურის გამართვა. თუ პირველ ტურში „ქართული ოცნება“ დამარცხება, ამ ნაწილში დამთხვევაა ინტერესების, მაგრამ იმიტომ, რომ ერთ ნაწილში ემთხვევა ინტერესები ოპოზიცია-გახარიასი, ვერ გავაკეთებ დასკვნას, რომ ზოგადად, შეთანხმებულად თამაშობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

პირველ სექტემებერს „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე