გახარიასთან შეხვედრა გუშინ დილით მოხდა, შეხვედრის მიზეზი და მიზანი, გულწრფელად გითხრათ, ვერ გავიგე - კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:29 | 02.09.2021
ნანახია: 326

თბილისი მერის, კახა კალაძის თქმით, ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გუშინ, 1-ლ სექტემბერს მერიაში შეხვდა. კალაძე ამბობს, რომ გახარია მას თავად დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, მისივე თქმით, შეხვედრაზე გახარიამ უთხრა, რომ თბილისის მერობის კანდიდატურის დაყენებას აპირებდა.

"მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მაშინ ვუთხარი, მერიაში ვარ მოდი მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ეს იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ეს ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი, დანარჩენი, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე",- თქვა კახა კალაძემ.

ამასთან,  კაალძემ უარყო, რომ გახარიასთან რაიმე ფინანსურ საკითხზე ჰქონდა საუბარი.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თავი თბილისის მერობის კანდიდატად გუშინ 1-ლ სექტემბერს წარადგინა. გუშინვე, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კანდიდატურის წარდგენამდე გახარია კალაძეს შეხვდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარიას ქართულ ოცნებასთან ფინანსური გარიგების მცდელობა ჰქონდა. როგორც მან აღნიშნა, გახარია ოცნების გუნდისგან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა.
 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე