მთავრობამ ლატვიას ნაჩუქარ ასტრაზენეკას 50 000 დოზა ვაქცინაზე უარი უთხრა - გიორგი კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 02.09.2021
ნანახია: 516

"განსხვავებით უამრავი ევროპის სახელმწიფოსა, სადაც სწავლა დაიწყო ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში, ჩვენთან სამწუხაროდ დისტანციურად გრძელდება, რაც უდიდესი პრობლემების მომტანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

"დღეს როცა ასე მძვინვარებს პანდემია, როცა ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა მხოლოდ აგვისტოში საქართველომ დაკარგა 1600-მდე ადამიანი, გარდაიცვალა კორონავირუსით. აი ამ პირობებში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ ღია ალიანსში შევიდა მთავრობა რუსეთთან დაკავშირებულ ექსტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყევს მასობრივი ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ბალტიის ერთ-ერთ სახელმწიფოს, კერძოდ ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე. კერძოდ საუბარია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე. მაშინ, როცა მთავრობამ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა, რომ მაღალ ნიშნულზე მიეყვანა მასწავლებლების ვაქცინაცია, რატომ არ შეიძლებოდა რომ თუნდაც ეს 50 000 დოზა ვაქცინა გამოყენებულიყო მასწავლებლების და სკოლის დანარჩენი პერსონალის ვაქცინაციისთვის, იმისთვის რომ 15 სექტემბერს სწავლა დაწყებულიყო საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად. რამხელა სტრესია დისტანციური სწავლა განსაკუთრებით დაბაკლასელი ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის. ამ ფონზე ლატვიიდან უარყოფა ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე არის, რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო საქციელი, რომელმაც თავისი ცუდი გაგებით წვლილი შეიტანა ვითარების გაუარესებაში, რომლის ერთ-ერთი, არა ერთადერთი მაგალითი არის განსხვავებით უამრავი ევროპის სახელმწიფოსა, სადაც სწავლა დაიწყო ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში, ჩვენთან სამწუხაროდ არ იწყება, რაც უდიდესი პრობლემების მომტანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის", - განაცხადა კანდელაკმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე