კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათებისა და მკვლელების კორპორაციას - ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე

საქართველო, თბილისი - 12:15 | 02.09.2021
ნანახია: 380

ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ არის მეორე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, რომელმაც შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის გდაწყვეტილება მიიღო.  

"ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათებისა და მკვლელების კორპორაციას. ვნახეთ, რომ არავითარი პროგრესი, არავითარი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, პარლამენტში როგორ იქცეოდნენ და რეალურად, ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია მეგობრებო. ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს“, – განაცხადა პრემიერმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 1-ლ სექტემბერს განაცხადა, რომ ხელს აწერს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე