მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:11 | 02.09.2021
ნანახია: 327

გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, - პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმიანება.

„გუშინ ერთგვარი შედარებებიც გავაკეთეთ, შედარებები ხელწერას შორის. რა არის ჩვენი ხელწერა და რა იყო მათი ხელწერა, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა და როგორ შეიძლება, შეიცვალოს. ისინი დღეს გამოდიან და საუბრობენ რაღაც მაღალ მატერიებზე. თუნდაც, გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. სამი თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის პატივსაცემად, ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება. რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ?! „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 1-ლ სექტემბერს განაცხადა, რომ ხელს აწერს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე