"ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვების მცდელობის შანსი არ უნდა დავუტოვოთ - ზაალ უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:18 | 02.09.2021
ნანახია: 357

„ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ, იმისა, რომ მცდელობა ჰქონდეს დატოვოს შარლ მიშელის დოკუმენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყნის უახლესი ისტორია დადგა საფრთხის ქვეშ.

„საფრთხის ქვეშ დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური ვექტორი, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“. არჩევენი ახლა ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 1-ლ სექტემბერს განაცხადა, რომ ხელს აწერს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას.

"ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე