მივესალმებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას, ეს კარგი ნიშანია - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 11:15 | 02.09.2021
ნანახია: 336

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას.

"ჩვენ მივესალმებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას. ჩვენ მოვუწოდებდით "ნაციონალურ მოძრაობას" გარკვეული დროის განმავლობაში, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის. ეს კარგი ნიშანია, რადგან ეს წარმოადგენს მნიშვნელოვანი რეფორმების საგზაო რუკას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ის რომ ეს შეთანხმება შედგა ქართველებს შორის, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. კარგია, რომ ამდენმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას რეფორმების განხორციელებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გაძლიერებისთვის. ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, უფრო ძლიერი ავტონომია იყოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის. რეფორმები ეხება თითოეული ქართველის ცხოვრებას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

"ნაციონალური მოძრაობამ" 1-ლ სექტემბერს განაცხადა, რომ ხელს აწერს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას.

"ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე